ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ-მა ბოლო 28 საათის განმავლობაში უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ირანულ კომერციულ გემებზე თავდასხმებში დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგაც გააგრძელა „უკანონო და უსამართლო ქმედებები“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა ბოლო 28 საათის განმავლობაში უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ხდებოდა მაშინ, როცა პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობდა დიპლომატიური პროცესი. მათი თქმით, ეს აშშ-ის „მოტყუებისა და ღალატის“ კიდევ ერთი მაგალითია.
„ირანი აგრესიის არცერთ აქტს უპასუხოდ არ დატოვებს და დაიცავს ირანის ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.