ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა თანამდებობა დატოვა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავისი გადადგომის შესახებ ზარიფმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა.
„ბოდიშს გიხდით ყველა ხარვეზისთვის… ბოლო წლებში ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში… მადლობას ვუხდი ირანელ ერსა და მაღალჩინოსნებს“, – წერს ჯავად ზარიფი.
ჯავად ზარფის გადადგომის მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.