ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – თურქეთის პრეზიდენტი ვერ ხვდებოდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს
ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს – ამგვარად გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ აზერბაიჯანის დედაქალაქში გაკეთებულ განცხადებას.
ირანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხური სიმღერის ტექსტი წარმოთქვა, სადაც გამოთქმულია მწუხარება აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების მდინარე არაქსით დაყოფაზე.
სასაზღვრო მდინარე არაქსი ჩრდილო-დასავლეთ ირანის ტერიტორიებს აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან ჰყოფს. ირანის ჩრდილო-დასავლეთში ირანის აზერბაიჯანის რეგიონი მდებარეობს.
„პრეზიდენტ ერდოღანს არ შეატყობინეს, რომ ის, რაც მან ბაქოში ცუდად წაიკითხა, ეხება არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების ირანული სამშობლოდან იძულებით გამოყოფას? ვერ ხვდებოდა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს“, – დაწერა „ტვიტერში“ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Pres. Erdogan was not informed that what he ill-recited in Baku refers to the forcible separation of areas north of Aras from Iranian motherland
Didn’t he realize that he was undermining the sovereignty of the Republic of Azerbaijan?
NO ONE can talk about OUR beloved Azerbaijan
— Javad Zarif (@JZarif) December 11, 2020