ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ოპერაციებამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იყო ლეგიტიმური და შეუქცევადი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ოპერაციებამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იყო ლეგიტიმური და შეუქცევადი

ირანი აცხადებს, რომ რეგიონში მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ 72 საათით ადრე შეატყობინა.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

„ჩვენს ოპერაციებამდე დაახლოებით 72 საათით ადრე ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს რეგიონში, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იქნებოდა მკაფიო, ლეგიტიმური და შეუქცევადი“, – განაცხადა ამირაბდოლაჰიანმა პრესკონფერენციაზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებული.