ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელ ქვეყნებს მიმართავს - რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონული თანამშრომლობაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელ ქვეყნებს მიმართავს - რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონული თანამშრომლობაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელ ქვეყნებს მიმართავს და აცხადებს, რომ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონული თანამშრომლობაა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენო ძვირფასო მეზობლებო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაფასოთ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემა. როგორც ვიცით, ასეთ უსაფრთხოებას ვერ იყიდი ფულის დაგროვების სანაცვლოდ, ასევე ვერ მიაღწევ იარაღის დაგროვებით. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონის ქვეყნებს შორის ფართო რეგიონული თანამშრომლობაა. ირანი ყოველთვის ადასტურებდა თავის მზადყოფნას ასეთი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამად ჯავად ზარიფი.