ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა

ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობით დასრულდა – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სასწრაფო ვიზიტი რეგიონში, სამმხრივი შეხვედრა საუდის არაბეთში და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებები სწორედ შეთქმულებაზე მიუთითებს, რაც ტერორისტული აქტით დასრულდა.

ზარიფის განცხადებით, ირანის მამაც ხალხზე მაქსიმალური ზეწოლის წარუმატებელი პოლიტიკის დამფუძნებლები და მხარდამჭერები ცდილობენ, გამოიყენონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო დღეები, რომ გაანადგურონ სანქციების მოხსნის ხელსაყრელი გარემო.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს 27 ნოემბერს მოკლეს.