ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებას ნიშნავს
ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებას ნიშნავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-სადმი გაგზავნილ წერილში ისრაელის დარტყმებს „ომის გამოცხადებას“ უწოდებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აბას არაღჩი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.