ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს

09:41, 23.06.2025
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ და მნიშვნელოვან დისკუსიებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს.

„ამჟამინდელ ახალ სახიფათო ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი რეალურად საფრთხის ქვეშაა, რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთთან პოზიციების კოორდინაციას“,- აღნიშნა არაღჩიმ მოსკოვში ვიზიტის დროს.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, შეხვდეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს და მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

მსგავსი