ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის გაფართოება, თუ ამას არ გვაიძულებენ, არ გვინდა, ეს კონფლიქტი სხვა ქვეყნებსა და რეგიონში გავრცელდეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის გაფართოება, თუ ამას არ გვაიძულებენ, არ გვინდა, ეს კონფლიქტი სხვა ქვეყნებსა და რეგიონში გავრცელდეს

ირანს არ სურს, ისრაელთან კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებზე გავრცელდეს, თუ იძულებულს არ გაგვხდიან, რომ ეს მოხდეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის პასუხი ისრაელის დარტყმებზე ლეგიტიმურია.

„ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება, თუ ამას არ გვაიძულებენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კონფლიქტი სხვა ქვეყნებსა და რეგიონში გავრცელდეს. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი, მაგრამ დავიცავთ თავს და ეს თავდაცვა სრულიად ლეგიტიმური და ძლიერია. ეს თავდაცვა თავდასხმაზე პასუხია. ამიტომ, თავდასხმა თუ შეწყდება, ჩვენი რეაქციაც, ბუნებრივია, შეწყდება“, – განაცხადა არაღჩიმ.