ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნა არის სამართლებრივი, მორალური ვალდებულება და არა მოლაპარაკებების ბერკეტი
აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნა არის სამართლებრივი, მორალური ვალდებულება და არა მოლაპარაკებების ბერკეტი – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს და ამბობს, რომ ტრამპის მემკვიდრეობას ვადა გაუვიდა და მოქმედმა ადმინისტრაციამ კურსი უნდა შეცვალოს.
„აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნა არის სამართლებრივი, მორალური ვალდებულება და არა მოლაპარაკებების ბერკეტი. არ იმუშავა ტრამპისთვის და არც თქვენთვის იმუშავებს. გაათავისუფლეთ ირანელი ხალხის მილიარდობით დოლარი, რომელიც საზღვარგარეთ მძევლად იმყოფება აშშ-ს დაშინების გამო. ტრამპის მემკვიდრეობას ვადა გაუვიდა. შეწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Lifting Trump’s sanctions, @SecBlinken, is a legal & moral obligation. NOT negotiating leverage.
Didn’t work for Trump—won’t work for you.
Release the Iranian people’s $Billions held hostage abroad due to US bullying
Trump’s legacy is past its expiration date. Drop it, @POTUS
— Javad Zarif (@JZarif) May 24, 2021