ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა. ის მოგვიანებით შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაღჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასთან, აბას არაღჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსაც შეხვდება.
რუსეთში ირანის ელჩის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე განიხილება „ორმხრივი ურთიერთქმედების კოორდინაცია და ერთობლივი პროგრამების წინსვლა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე“.