ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ომანში ჩავიდა, სადაც დღეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ომანში ჩავიდა, სადაც დღეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ომანში ჩავიდა, სადაც დღეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი უხელმძღვანელებს, ხოლო ამერიკულ მხარეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს.

სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევის შანსები არსებობს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. ჯერ უცნობია მოლაპარაკებების ფორმატიც.

დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ირანელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს, ხოლო თეირანი დიალოგის შუამავალის დახმარებით გამართვის მომხრეა.

აშშ ითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თეირანში აცხადებენ, რომ ბირთვული ენერგია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებათ და ბირთვული იარაღის შექმნა არ აქვთ განზრახული.

ცნობისთვის, 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება ირანსა და დასავლეთს შორის დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაში დატოვა. მას შემდეგ ირანმა ურანით გამდიდრების დონე გაზარდა.