„ირანის რევოლუციური გვარდია“ – ირანმა კატარში განლაგებულ ალ-უდეიდას საჰაერო ბაზაზე ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

22:05, 23.06.2025

ირანმა კატარში განლაგებულ ალ-უდეიდას საჰაერო ბაზაზე ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციურ გვარდიაში“ აცხადებენ.

მათი განცხადებით, ეს არის პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღმერთზე და ირანის ერთგულ, ამაყ ხალხზე დაყრდნობით, არასდროს დატოვებს უპასუხოდ რაიმე აგრესიას თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი