„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, გამანადგურებელი პასუხი გასცენ ნებისმიერ მტრულ ქმედებას
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მზადაა გამანადგურებელი პასუხი გასცეს ნებისმიერ მტრულ ქმედებას, – ამის შესახებ „რევოლუციის გუშაგების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, სამხედრო პასუხი მტრის წარმოსახვას გასცდება და რეგიონული ძალაუფლების დინამიკას შეცვლის.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მუდმივად აძლიერებს თავის ყოვლისმომცველ მზადყოფნას მტრის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ირანის შეიარაღებული ძალების სხვა შტოებთან კოორდინაციით, „გუშაგთა კორპუსი“ სრულად მზადაა და თითები სასხლეტზე აქვს მიჭერილი, რათა გადამწყვეტი, სინანულის გამომწვევი და წარმოუდგენელი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგის მხრიდან ნებისმიერ მტრულ ქმედებას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს პასუხი არა მხოლოდ ღრმა სინანულს გამოიწვევს ბოდვით მოაზროვნე აგრესორებისთვის, არამედ ძალთა სტრატეგიულ ბალანსსაც შეცვლის სიმართლის ფრონტის სასარგებლოდ და აშშ-ისა და ისრაელის საზიანოდ.