ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა პაკისტანის სასაზღვრო ზონასთან ტერორისტული ორგანიზაცის წევრები დააკავა
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა პაკისტანის სასაზღვრო ზონასთან ტერორისტული ორგანიზაცის წევრები დააკავა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა პაკისტანის სასაზღვრო ზონასთან ტერორისტული ორგანიზაცია, „ჯუნდალას“ წევრები დააკავა.

ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია ქალაქ სარვანის სიახლოვეს ჩატარდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

ირანელმა სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები, თვითმკვლელების ქამრები და საკომუნიკაციო საშუალებები ამოიღეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ტერორისტული ჯგუფის წევრები ირანის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობასა და ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას გეგმავდნენ.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჯუნდალა“ სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელსაც „ალ-ყაიდა“-სთან აქვს კავშირი.