„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო განყოფილება – აშშ-ს სულ უფრო ნაკლები არჩევანი რჩება

14:52, 03.05.2026

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს სულ უფრო ნაკლები არჩევანი რჩება.

მათივე შეფასებით, დიპლომატიურ ასპარეზზე მომხდარი რიგი ცვლილებები ვაშინგტონს კუთხეში აყენებს. ამ ცვლილებებს შორის დასახელებულია ირანის მიერ დადგენილი ერთთვიანი ულტიმატუმი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე, ასევე რუსეთის, ჩინეთისა და ევროპული ქვეყნების პოზიციების „ცვლა” ვაშინგტონის მიმართ.

„ტრამპმა უნდა აირჩიოს შეუძლებელ სამხედრო ოპერაციასა და ცუდ გარიგებას შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, გადაწყვეტილების სივრცე შევიწროვდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი