„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური - ირანი ერთიანი, ძლიერი სულია და შეუძლია, შეარყიოს მსოფლიო, მტრებს ჯერ არ მიუღიათ სერიოზული დარტყმა ირანისგან
ირანი ერთიანი, ძლიერი სულია და შეუძლია, შეარყიოს მსოფლიო, მტრებს ჯერ არ მიუღიათ სერიოზული დარტყმა ირანისგან, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურმა, გენერალმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ყველაფერი, რაც ირანის მტრებმა აქამდე ნახეს „ჭეშმარიტი დაპირების“ ოპერაციებში, მხოლოდ გაფრთხილება და პროტოტიპი იყო.
„მტრები თუ არ ისწავლიან გაკვეთილს ისლამური რესპუბლიკის 46-წლიანი ისტორიიდან და განაგრძობენ თავიანთ ბოროტმოქმედებას, ელოდებათ დამცირება და ზიზღი, რაც მათ განიცადეს ბოლო 46 წლის განმავლობაში, რადგან ირანის ისლამური რესპუბლიკა წინ მიიწევს. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მოამზადეს შეთქმულებები ირანელი ხალხის პოლიტიკური იზოლაციისთვის და ცდილობდნენ ერების, განსაკუთრებით ირანის გულების შერყევას მკაცრი ფსიქოლოგიური ოპერაციებით, მაგრამ ვერ შეძლეს მათ მიერ შექმნილ ყველა ვითარებაში“, – განაცხადა ჰოსეინ სალამიმ.