ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი – ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ ისრაელი „მწარე შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება

14:04, 28.10.2024
TEHRAN, IRAN - DECEMBER 28: Hossein Salami, commander-in-chief of the Islamic Revolutionary Guard Corps makes a speech during a funeral ceremony for Razi Mousavi, an Iranian Revolutionary Guard commander who was killed in an Israeli strike on Syria's Damascus at the Imam Hossein Square in Tehran, Iran on December 28, 2023.  ( Fatemeh Bahrami - Anadolu Agency )

ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ ისრაელი „მწარე შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, სიონისტური რეჟიმის უკანონო ქმედება, რომელიც ჩაიშალა ირანის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის გამო, აჩვენებს თელ ავივის არასწორ გათვლებს და უმწეობას ბრძოლის ველზე.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, რათა უპასუხოს ისრაელის თავდასხმას ირანის სამხედრო ობიექტებზე.

მსგავსი