ირანის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ირანის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ირანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იმედი მაქვს, ორ ერს შორის კულტურულ და ისტორიულ კავშირებზე, ასევე ორი ქვეყნის მრავალფეროვან შესაძლებლობებზე დაყრდნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდებით“, – მედიის ცნობით, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ.