ირანის პრეზიდენტი - ისრაელი დაისჯება სირიაში განხორციელებული დარტყმის გამო, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ემსხვერპლნენ
ირანის პრეზიდენტი - ისრაელი დაისჯება სირიაში განხორციელებული დარტყმის გამო, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ემსხვერპლნენ

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი დაისჯება სირიაში განხორციელებული დარტყმის გამო, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, „ისრაელის დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება“.

„ასეთი ტერორისტული და კრიმინალური აქტები აჩვენებს, რომ არალეგალური სიონისტური რეჟიმი სულ უფრო მეტად ვერ აღწევს წარმატებას თავისი ბოროტი ამოცანების შესრულებაში და ასევე, მისი სასოწარკვეთილების სიღრმეს წინააღმდეგობის ფრონტის წინაშე. ეს დანაშაულები ირანის რესპუბლიკის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, სირიაში განხორციელებული იერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი წევრი და სირიელი სამხედროები დაიღუპნენ. ირანმა ამ დარტყმაში ისრაელი დაადანაშაულა.

სირიის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სირიის დანაყოფის დაზვერვის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

ისრაელში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.