ირანის პარლამენტში აცხადებენ, რომ შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გადაიხედოს
ირანს შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გადახედვა მოუწიოს. ეს განცხადება ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა, ალირეზა რაჰიმიმ გააკეთა.
„შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გადახედვა, თუ საქართველოდან ირანის ათეულობით მოქალაქის დეპორტაციის საკითხი არ მოგვარდება“, – განაცხადა ალირეზა რაჰიმიმ.
როგორც გამოცემა Financial Tribune წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოდან ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევები გახშირდა. საქართველოში ირანის საელჩოში აცხადებენ, რომ ირანის დეპორტირებულ მოქალაქეებს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ.