ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი – ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს

14:10, 28.11.2026

ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის წევრმა, ალი ჰადადმა განაცხადა.

ამასთან, ჰადადიმ ირანელ მაღალჩინოსნებს შეტევითი სამხედრო მოქმედებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თეირანმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადა უნდა გაარღვიოს. მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან შემდგომ სამხედრო მოქმედებებს გლობალური ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

„მტრის ნებისმიერ შეცდომას აუცილებლად მოჰყვება ძლიერი რაკეტების მასირებული ტალღა, რომელთა მოქმედების რადიუსი აღემატება იმას, რაც 40-დღიანი ომის დროს ვიხილეთ და რომლებიც ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა“, – განაცხადა ჰადადიმ.

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილემ, ფარჰად ფატაჰიმ განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გასარღვევად ოპერაციის დაწყების ბრძანებას ელოდება.

მისივე თქმით, შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია და შეიარაღებული ძალები მის განსახორციელებლად ბრძანებას ელოდებიან. ​ფატაჰიმ სიცრუე უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტე გახსნილია.

„ჰორმუზის სრუტე ჩვენი მტრებისთვის დაკეტილია. მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს შეუძლიათ სრუტის გავლით გადაადგილება „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებთან კოორდინაციით“, – განაცხადა მან.

მსგავსი