ირანის მიერ დაკავებული ნავთობის გადამტანი ტანკერი ერაყის საკუთრება აღმოჩნდა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ ხომალდს კონტრაბანდული ნავთობი არაბული ქვეყნების მიმართულებით გადაჰქონდა.
ირანელმა სამხედროებმა ტანკერი და ეკიპაჟის შვიდი წევრი კუნძულ ფარსისთან დააკავეს. აღნიშნულ კუნძულზე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს მოწყობილი.
კუნძული ორმუზის სრუტის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავთობის ტანკერი, რომელზეც 700 000 ლიტრი საწვავი იყო, ბუშერის პორტში გადაიყვანეს.