ირანის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ღამის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ამასთან, ირანის არმიის განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტები დაბომბეს. მათივე განმარტებით, თავდასხმა ცოტა ხნის წინ განხორციელდა და წარმოადგენდა „რეგიონში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმების გაგრძელებას“.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.