ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის მახლობლად სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზის საცავი აფეთქდა
ირანის ხელისუფლებამ თეირანის მახლობლად სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზის საცავის აფეთქების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის ინფორმაციით, აფეთქება პარჩინის ზონაში მოხდა, რომელიც თეირანიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
„როიტერი“ წერს, რომ დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მტკიცებით, ირანმა სწორედ ამ ზონაში ჩაატარა ატომური ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული გამოცდები, რასაც თეირანში უარყოფენ.
ირანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.