ირანის ხელისუფლებამ მაიკ პომპეოს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა
ირანის ხელისუფლებამ მაიკ პომპეოს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანის მთავრობას მოლაპარაკებების გამართვა თეირანში შესთავაზა და ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლაც სურდა, თუმცა ირანის ხელისუფლების წევრებისგან უარი მიიღო.

„ცოტა ხნის წინ, თეირანში ვიზიტის და ირანელ ხალხთან პირდაპირი საუბრის ინიციატივით გამოვედი. რეჟიმმა ჩემი შეთავაზება არ მიიღო. ჩვენ არ გვეშინია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ​ ჯავად ზარიფის, რომელიც ჩამოდის ამერიკაში, სადაც იყენებს უფლებას ილაპარაკოს თავისუფლად. ნუთუ აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მე არ მრთავს უფლებას იგივე გავაკეთო თეირანში? რა იქნება, თუ ხალხი გაუფილტრავ და სრულ სიმართლეს გაიგებს?“ – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან​მა მაიკ პომპეომ „ტვიტერში“.