ირანის ხელისუფლება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ირანის ხელისუფლება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ირანის ხელისუფლება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში მყოფი ჯაშუშების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ირანის მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონში დააკავეს.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახური, ჯაშუშების დაკავების პარალელურად, რეგიონში რადიკალი ჯიჰადისტების ყოფნას არ ადასტურებს.

ირანის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ გასულ წელსაც განაცხადა. შარშან თეირანში აღნიშნეს, რომ ჯაშუშებმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ატომური ენერგიის ორგანიზაციასა და შეიარაღების მწარმოებელ კომპანიებში შეღწევა მოახერხეს.