ირანის ხელისუფლება საქართველოსთან ეკონომიკურ და საბანკო სფეროებში ბარიერების მოხსნას ემხრობა

01:57, 18.11.2019

ირანის ხელისუფლება საქართველოსთან ეკონომიკურ და საბანკო სფეროებში ბარიერების მოხსნას ემხრობა. ირანული გამოცემა „ირნას“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შალვა კიკნაველიძე ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელს, მოჯთაბა ზოლნოურის შეხვდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ზოლნოურიმ აღნიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის ინტერესები და სივრცე, რომ ურთიერთობები განვითარდეს და გაძლიერდეს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ნავთობი, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ირანის პარლამენტი კავშირების გაძლიერებას მიესალმება.

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ რეგიონული საკითხების გადასაჭრელად რეგიონული თანამშრომლობაა საჭირო.

მსგავსი