ირანის ხელისუფლება აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს სანქციები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თეირანის ბრძოლას აფერხებს
ირანის ხელისუფლება აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს სანქციები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თეირანის ბრძოლას აფერხებს

ირანის ხელისუფლება აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გააუქმოს სანქციები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თეირანის ბრძოლას აფერხებს. ირანის მთავრობის პრესსპიკერის ალი რაბიეის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ბაიდენის) ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ არ არის მეცნიერების წინააღმდეგ, როგორც წინა ადმინისტრაცია. მოსალოდნელია, რომ ის გაათავისუფლებს ირანის სავალუტო რესურსების გადარიცხვებს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვისა და სურსათისთვის და სწრაფად გააუქმებს საბანკო სანქციებს“, -განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციები არ ვრცელდება სურსათზე, მედიკამენტებსა და სხვა ჰუმანიტარულ პროდუქტებზე, თუმცა უცხოურ ბანკებს ირანთან თანამშრომლობას უზღუდავს.

ალი რაბიეიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს ბირთვულ ობიექტებზე გაერო-ს ინსპექტორებს, თუ ვაშინგტონი სანქციებს არ გააუქმებს.