ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობის საქმეში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობის საქმეში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანელი მეცნიერის მკვლელობის საქმეში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნებია და თეირანი იტოვებს თავდაცვის უფლებას.

როგორც სააგენტო “როიტერი” წერს, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-სადმი ირანის ელჩის, მაჯოდ ტაჰთ რავანჩის წერილში.

დიპლომატის წერილის თანახმად, ისრაელისა და აშშ-ის ავანტიურისტული ზომების შემთხვევაში, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დარჩენილი ვადის განმავლობაში, ირანის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, დაიცვას საკუთარი ხალხი და ინტერესები.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მის მანქანაზე თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, ჰოსეინ დეღანიმ ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა.