„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის დრონი, ასევე ცეცხლი გაუხსნეს F-35-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს

14:02, 26.05.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, საპასუხო ოპერაციის ფარგლებში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის დრონი და ცეცხლი გაუხსნეს „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელი.

მათივე ცნობით, ირანის სამხედროები საპასუხო რეაგირების უფლებას საკუთარი თავისთვის ლეგიტიმურად მიიჩნევენ.

ირანელი სამხედროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ჩამოაგდეს „ემქიუ-9“-ის ტიპის დრონი და ცეცხლი გაუხსნეს „არქიუ-4“-ის ტიპის დრონს და „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავს, რომლებიც იძულებული გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

მსგავსი