„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპიკერი – ახალი ომი აშშ-თვის არალოგიკური იქნებოდა, თუმცა თავდასხმის შესაძლებლობა რჩება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რაიმე წარმატება სჭირდება

19:30, 14.10.2026

ირანის წინააღმდეგ ახალი ომი აშშ-თვის არალოგიკური იქნებოდა, თუმცა ასეთი თავდასხმის შესაძლებლობა რეალურად რჩება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რაიმე წარმატება სჭირდება, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანი მზადაა, მტკიცე პასუხი გასცეს ნებისმიერ განახლებულ აგრესიას და ამჯერად, აშშ-თვის შედეგები გაცილებით მტკივნეული იქნება.

ირანელმა გენერალმა აღნიშნა, რომ 40-დღიანი ომის დროს ირანი ძირითადად ძველი თაობის შეიარაღებას იყენებდა, თუმცა მას შემდეგ გაცილებით თანამედროვე იარაღის მიღება შეძლო.

მსგავსი