„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – თეირანმა აშშ-ის იერიშების საპასუხოდ დარტყმები დაიწყო, აშშ ირანში განხორციელებული დარტყმებს ინანებს

00:11, 02.09.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ აშშ ირანში განხორციელებული დარტყმებს ინანებს.

ირანული მედიის ცნობით, თეირანმა აშშ-ის იერიშების საპასუხოდ დარტყმები დაიწყო.

ირანული მედიის ინფორმაციით, სამიზნეებს წარმოადგენს „რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზები და ამერიკის ინტერესები“.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდასხმის შედეგად სამხრეთ ირანში, სირიკის მახლობლად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა საქორწილო წვეულების დროს მოხდა.

გარდა ამისა, აშშ-მა იერიშები მიიტანა ჩაბაჰარისა და კონარაკის რაიონებზე, ასევე ჯიროფტის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფეთქებების ხმა ისმოდა კუნძულ კეშმსა და ბანდარ-აბასშიც.

მსგავსი