„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან მუქარა, საზღვაო გადაადგილებაში ჩარევა გაგრძელდება

12:07, 30.07.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ-ის მხრიდან მუქარა და ჩარევა გაგრძელდება.

„ჰორმუზის სრუტე ხელახლა არ გაიხსნება, ვიდრე ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან გადაჭარბებული რიტორიკა, მუქარები და რეგიონში საზღვაო გადაადგილებაში ჩარევა გაგრძელდება. მუქარა და ჩარევა ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს და კომპლექსურს გახდის“, – ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მის კონტროლქვეშ არის და ქვეყანა არაერთხელ დასხმია თავს იმ გემებს, რომლებიც მითითებებს არ ემორჩილებიან.

„ჰორმუზის სრუტე ჩვენი ტერიტორიაა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების მამაცი მეზღვაურები მას მტკიცედ აკონტროლებენ. არცერთ გარეშე პირს, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებიდან არის მოსული, ჩარევის უფლება არ მიეცემა. თუ ქვეყნები, რომლებიც აგრესორს ეხმარებიან, თავიანთ ქცევას არ შეცვლიან, მკაცრ პასუხს მიიღებენ“, – აღნიშნულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

მსგავსი