„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ

09:47, 10.03.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ირანი განსაზღვრავს.

„ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს. რეგიონის მომავალი სტატუსი ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან ერთი ლიტრი ნავთობის ექსპორტსაც კი, თუ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე.

მსგავსი