„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ იორდანიაში, აზრაქის ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ოფიცერი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი დაიღუპა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, იორდანიაში, აზრაქის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ოფიცერი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი დაიღუპა.
მათივე განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა აშშ-ის F-35 ტიპის სამ გამანადგურებელ თვითმფრინავზე.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, სერიოზული ზიანი მიაყენეს აღნიშნულ ბაზაზე კიდევ სამ სხვა თვითმფრინავს. მათივე განცხადებით, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმაზე.
მედიის ცნობით, აშშ-ს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
იორდანიაში მდებარე აზრაქის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის 332-ე საექსპედიციო ფრთა არის განლაგებული. აღნიშნული ბაზა ირანის სამიზნე მანამდეც გახდა.