ირანის ინფორმაციით, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურზე დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს
ირანის ინფორმაციით, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურზე დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს

ირანში აცხადებენ, რომ „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურზე, ყასემ სოლეიმანიზე, არაბების და ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს.

ირანის არმიის ელიტური დანაყოფის, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ჰოსეინ ტაების განცხადებით, დაჯგუფება ირანელი გენერლის მამის საფლავის მახლობლად საკუთრების შეძენას გეგმავდა, რათა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მიზნით სასაფლაოზე ასაფეთქებელი მოწყობილობა განეთავსებინა.

ჯგუფის წევრები ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. თეირანში აცხადებენ, რომ სოლეიმანიზე თავდასხმა რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა რომელი არაბული ქვეყნები მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გენერალ ყასემ სოლეიმანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ოპერაციებს ირანის ფარგლებს გარეთ ახორციელებს. მათ შორის, სამხედრო დანაყოფმა მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და ერაყში შიიტურ მილიციას, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის დროს.