ირანის ელჩი - ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს საქართველოში სამუდამოდ დარჩენა
ირანის ელჩი - ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს საქართველოში სამუდამოდ დარჩენა

საქართველოში ირანის ელჩი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი აცხადებს, რომ ირანის მოქალაქეები საქართველოში ძირითადად ტურისტული მიზნით ჩამოდიან.

ამასთან, სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის ინფორმაციით, ფიქსირდება ვიზიტები სასწავლო ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნითაც.

„ძალიან ცოტა ირანელი შეიძლება იყოს, რომელსაც გაუჩნდება საქართველოში ჩამოსვლისა და მუდმივად დარჩენის სურვილი. როდესაც საუბარია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე, ეს არის შრომის ან სწავლის მიზნით აღებული ნებართვები. ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს საქართველოში სამუდამოდ ცხოვრება“, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

დიპლომატი იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეების საქართველოში არშეშვების ფაქტები ნეგატიურად არ იმოქმედებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე.