ირანის ელჩი - ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე, ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოუჯანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება.
როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე.
„მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს“, – დაწერა საქართველოში ირანის ელჩმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას. იმედია, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება“.