ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ხვალ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანის დელეგაციას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში ასევე მიიღებს მონაწილეობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მასთან ერთად შვეიცარიაში იქნებიან ირანის ხელისუფლების სხვა წევრები, ცენტრალური ბანკისა და ნავთობის სფეროს წარმომადგენლები. შვეიცარიაში ასევე გაემგზავრნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და უწყების პრესსპიკერი ესმაილ ბაღაეი.
ამერიკულ მხარეს შვეიცარიაში წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი.
„ბიბისი“ ცნობით, 21 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში ჩაერთვება გაერო-ს ატომური სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსიც.
შვეიცარიაში, როგორც შუამავალი, ასევე ჩავა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, რომელიც მოლაპარაკებების მონაწილეებს შეუერთდება.