ირანის ცენტრალურ სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანი სპარსეთის ყურის სამხრეთ ნაწილში აშშ-ის ყველა სამხედრო ბაზას გაანეიტრალებს
ირანი სპარსეთის ყურის სამხრეთ ნაწილში აშშ-ის ყველა სამხედრო ბაზას გაანეიტრალებს, – ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური სამხედრო სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას პრესმდივანმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა არცერთ გემი არ შეუშვეს ჰორმუზის სრუტეში. სპარსეთის ყურის სამხრეთით მდებარე ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა უახლოეს მომავალში დეაქტივირებული იქნება. ჩვენ ახალ წესრიგს შევქმნით“, – დაწერა ებრაჰიმ ზოლფაღარიმ სოციალურ ქსელში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა თეირანის სამშვიდობო წინადადებას ხუთი პირობით უპასუხა.
ეს პირობები მოიცავდა უარს რეპარაციებზე და ირანის გაყინული აქტივების თუნდაც 25 პროცენტის გააქტიურებას, ირანიდან 400 კგ ურანის გატანას და შეერთებული შტატებისთვის გადაცემას, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტის ექსპლუატაციას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოლაპარაკებების შედეგებზე დაყრდნობით.