ირანის ატომური ენერგიის სააგენტო – ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ობიექტი დაზიანდა
ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ქალაქ ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ობიექტი დაზიანდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ გაავრცელა.
ურანის გამდიდრების ობიექტი თეირანიდან სამხრეთით, 240 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ტერიტორიაზე ათასობით ცენტრიფუგაა, რომლებსაც ურანის გასამდიდრებლად იყენებენ. კომპლექსს მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები გააჩნია, თუმცა რა ნაწილი დაზიანდა, უცნობია.
მანამდე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რადიაციის მაღალი დონე არ ფიქსირდება.