ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ბირთვული ობიექტები ისრაელის მხრიდან შემდგომი თავდასხმების საფრთხის მიუხედავად აღდგება
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ბირთვული ობიექტები ისრაელის მხრიდან შემდგომი თავდასხმების საფრთხის მიუხედავად აღდგება

დაზიანებული ბირთვული ობიექტები ისრაელის მხრიდან შემდგომი თავდასხმების საფრთხის მიუხედავად აღდგება, – ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა დაიცვა ქვეყნის უფლება, განავითაროს ბირთვული პოტენციალი და თქვა, რომ ეს მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

„სავსებით ნორმალურია, რომ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმის დროს ისინი ზიანდებიან და ინფრასტრუქტურა ნადგურდება. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება, ნოუჰაუ, ტექნოლოგია და მრეწველობა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ღრმად არის ფესვგადგმული ირანის ისტორიაში. აშშ-ის მთავრობამ დიდი უსამართლობა ჩაიდინა ირანელი ხალხის მიმართ, ისლამური რევოლუციის დაწყებიდან მძიმე დარტყმები მიაყენა ირანს და ბოლო დროს სამხედრო თავდასხმები განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მტერი მტერია, მაშინაც კი თუ მტრობა არ გამოუხატავს. იმ დროს, როდესაც მათი მტრობა დიდია, ასეთ მტერთან საუბარი უაზრობაა. ისინი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, შემდეგ კი მიატოვეს იგი და დაავიწყდათ, რომ დაპირება ჰქონდათ მიცემული და შეთანხმება – დადებული. აშშ-ის მთავრობა სავსეა შეუსრულებელი დაპირებებით. მას ბევრი შეუსრულებელი დაპირება აქვს და მათ აღარავინ ენდობა“, – აღნიშნა მოჰამედ ესლამიმ.