ირანის არმიამ სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები სირიაში დაბომბა
ირანის არმიამ  სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები სირიაში დაბომბა

ირანის არმიამ სირიის აღმოსავლეთში, ქალაქ აჰვაზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები დაბომბა. რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე დაყრდნობით, ირანის მედია წერს, რომ სარაკეტო იერიში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, ტერორისტების ცენტრზე განხორციელდა.

ირანის არმიამ იერიშისთვის „მიწა მიწა“ ტიპის რაკეტები გამოიყენა. ირანული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ტერაქტის ორგანიზატორების „დიდი რაოდენობა“ ლიკვიდირებულია. ირანის ქალაქ აჰვაზში ტერაქტი სამხედრო აღლუმის დროს, 22 სექტემბერს მოხდა.

ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაიჭრა.

განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალებმა 22 ადამიანი დააკავა. ირანული გამოცემა IRNA-ს ინფორმაციით, პასუხისმგებლობა საუდის არაბეთთან კავშირში მყოფმა „პატრიოტულმა არაბულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“, ასევე, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.