ირანიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების შედეგად, ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

20:00, 20.06.2025

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კარმიელში 51 წლის ქალი გულის შეტევით დაიღუპა თავშესაფარში, სადაც ქალაქზე თავდასხმის საშიშროების გამო საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ იმყოფებოდა.

 

მსგავსი