ირანი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები სამხრეთ ლიბანში - აგრესიულ მოქმედებები თუ არ შეწყდება, ისრაელს ირანის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი ელოდება
ირანი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები სამხრეთ ლიბანში - აგრესიულ მოქმედებები თუ არ შეწყდება, ისრაელს ირანის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი ელოდება

ირანი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანულმა სააგენტომ გაავრცელა.

„ისრაელი თუ არ შეწყვეტს თავის აგრესიულ მოქმედებებს სამხრეთ ლიბანში, მას ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი ელოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანული სააგენტოს ცნობით, განცხადება ეკუთვნის „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალურ შტაბს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერაციების კოორდინაციას ახორციელებს.