ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი - ირანი მოულოდნელ პასუხს გასცემს მტრების აგრესიის ნებისმიერ ახალ აქტს
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი - ირანი მოულოდნელ პასუხს გასცემს მტრების აგრესიის ნებისმიერ ახალ აქტს

ირანი მოულოდნელ პასუხს გასცემს თავისი მტრების აგრესიის ნებისმიერ ახალ აქტს ან არასწორ გათვლას, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“(IRGC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალი ფადავიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, მტრის გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ნებისმიერ ახალ უგუნურ ქმედებას ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მოულოდნელი რეაქცია მოჰყვება.

ირანული მედიის თანახმად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ფარგლებში ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო სარაკეტო დარტყმების 22 ტალღა განახორციელეს, რამაც „ოკუპირებული ტერიტორიების ქალაქებს“ მძიმე დანაკარგები მიაყენა.