ირანელი ილჰამ შეიხი პირველი ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიხი კორონავირუსთან ათდღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩინური საერთაშორისო ტელეარხი CGTN-ი აცხადებს.
ილჰამ შეიხი მსოფლიოში პირველი ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.
საერთო ჯამში, ირანში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 245 შემთხვევა. 26 ადამიანი დაიღუპა.