ირანელი გენერალი - რაკეტების გამოცდას გავაგრძელებთ, ნებართვას სხვა სახელმწიფოსგან არ ავიღებთ
ირანელი გენერალი - რაკეტების გამოცდას გავაგრძელებთ, ნებართვას სხვა სახელმწიფოსგან არ ავიღებთ

ირანი რაკეტების გამოცდას გააგრძელებს და ნებართვას სხვა სახელმწიფოსგან არ აიღებს, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.

ირანელი გენერლის თქმით, რაკეტების გამოცდა თავდაცვისა და შეკავების მიზნით ხდება, რის გამოც სარაკეტო პროგრამა სამომავლოდაც გაგრძელდება.

„ეს ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღმაა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია“, – აღნიშნა ირანის არმიის წარმომადგენელმა.

პირველ დეკემბერს აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანმა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილია.

რაკეტების გამოცდას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და აღნიშნა, რომ ირანულ რაკეტებს ისრაელამდე და ევროპამდე მიღწევა შეუძლია.