ირანის მთავრობამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კრივში ადგილობრივ ჩემპიონს მოჰამად ჯავად ვაფაეი-სანის. მიზეზი სპორტსმენის მინაწილეობა იყო 2019 წლის პროტესტებში. მას სახელმწიფო შენობების დაწვასა და ნგრევაში დასდეს ბრალი.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მთავრობას მოკრივის შეწყალებისკენ მოუწოდეს, „ტვიტერში“ კი გაჩნდა ჰეშთეგი #SaveMohammadJavad.
2020 წლის სექტემბერში ქალაქ შირაზში ჩამოახრჩვეს 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფქარი. ის გაასამართლეს საპროტესტო მოძრაობისას ჩადენილი მკვლელობის გამო.
აფქარი ირწმუნებოდა, რომ მას აიძულეს აღიარებითი ჩვენების მიცემა და ამისთვის წამების სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს.